პოლ მანაფორტის განაჩენს სასამართლო 13 მარტს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 05.02.2019
ნანახია: 618

ვაშინგტონის სასამართლო დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის განაჩენს 2019 წლის 13 მარტს გამოაცხადებს.

მანაფორტს ბრალი 18 მუხლით აქვს წაყენებული.

ვირჯინიაში მას უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვაში, ფულის გათეთრებაში და გადასახადების თავიდან არიდებაში ედავებიან.

ვაშინგტონში მანაფორტს  ბრალს სდებენ ასვე აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში, 30 მლნ დოლარის გათეთრებაში, ცრუ ჩვენებაში, ლობისტურ საქმიანობაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ.

პირველ საქმეზე პოლიტტექნოლოგს შვიდ წლამდე პატიმრობა, ხოლო მეორზე საქმეზე 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელის შემსუბუქების მიზნით მანაფორტი სპეცპროკურორ მიულერთან გარიგებას დათანხმდა, თუმცა მიულერმა ის ცრუ ჩვენებაში დაადანაშაულა. მსგავსი ქმედება შეასაძლოა დამამძიმებელი გარემობად ჩაითვალოს და უფრო მკაცრი განაჩენი დადგეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე