საქართველოში თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა - Freedom House

საქართველო, თბილისი - 09:58 | 05.02.2019
ნანახია: 641

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ მდგომარეობას.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის და მისმა საერთო ქულამ 63 (100-დან) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1 ქულით ნაკლებია.

ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

თავისუფლების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა 3-3 ქულით შეფასდა 7 ქულიდან.  1 ქულა საუკეთესო შედეგად ითვლება, ხოლო 1 ქულა ყველაზე უარესად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთივე შეფასება ჰქონდა წინა ანგარიშშიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე