კახა კალაძე ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ნახატების მფლობელია

საქართველო, თბილისი - 09:52 | 05.02.2019
ნანახია: 1490

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებს ფლობს.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახა კალაძე ლადო გუდიაშივლისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილოს მფლობელია, რომელშიც ამავე დეკლარაციით, სხვადასხვა დროს, 245 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ერთ-ერთი მათგანი კი ჩუქების სახით აქვს მიღებული.

  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 20 000 $, შეძენის თარიღი - 2000 წ.
  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 50 000 $, შეძენის თარიღი - 2005 წ.
  • ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 120 000 $, შეძენის თარიღი - 2007 წ.
  • ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო - 15 000 $, შეძენის თარიღი - 2006 წ.
  • ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო - 40 000 $, შეძენის თარიღი - 2008 წ.

ცნობილი ქართველი მხატვრების კონკრეტულად რომელ ტილოებს ფლობს კახა კალაძე, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე