ვაზიანის პოლიგონზე 51-ე ბატალიონის საველე სწავლება გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:53 | 11.12.2015 ნანახია: 1816ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მესამე ასეულმა ერთთვიანი საველე-ტაქტიკური მეცადინეობა დაასრულა. დასკვნით წვრთნაში 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სიტუაციურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს ჯარისკაცებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან ისროლეს. 51-ე ბატალიონის მესამე ასეული დასკვნით სწავლებაში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს СПГ-9-ებითა და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით იყო გაძლიერებული.
სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას ბატალიონისა და ბრიგადის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა, შეფასდა ამოცანების შესრულების ხარისხი.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთთვიანი მომზადების ფარგლებში სხვადასხვა სახის სწავლება გაიარეს. მომზადების პირველი ეტაპი სამხედროებს ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე ჩაუტარდათ. წვრთნების დროს სამხედროებმა საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, ასევე კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეისწავლეს.
51-ე ბატალიონის მესამე ასეული ბოლო ქვედანაყოფია, რომელმაც ასეულის შემადგენლობით აღნიშნული ტიპის სწავლება გაიარა. საჩვენებელი სწავლებით 51-ბატალიონის ასეულების მომზადება დასრულდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა