პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 16:11 | 04.02.2019
ნანახია: 608

IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით, ხვალ,  თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე,  პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე