რომის პაპს აბუ-დაბიში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 04.02.2019
ნანახია: 637

რომის პაპი ფრანცისკი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში ტახტის მემკვიდრე პრინცს, ასევე ქვეყნის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანი, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმი პონტიფიკს აბუ-დაბიში შეხვდნენ.

პაპი აბუ-დაბის პრეზიდენტის სასახლეში Kia-ს ავტომობილით მივიდა. მის საპატივსაცემოდ გაისროლეს საარტილერიო ზალპი, სასახლის თავზე კი თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და ცაში ვატიკანის დროშის ფერები - თეთრი და ყვითელი კვალი დატოვეს.

ტახტის მემკვიდრე პრინცმა პონტიფიკს გადასცა 1963 წლის 22 ივნისის დეკრეტი, რომლის თანახამდ, აბუ-დაბის წინა მმართველი გადასცემს მიწას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კათოლიკური ეკლესიის ასაგებად.

რომის პაპი ვიზიტის ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ისტორიაში პირველად, მესას აღავლენს, რომელზეც 135 ათასს ადამიანს ელოდებიან.

რომის პაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გუშინ ჩავიდა, ის რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულს ეწვია. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ აუცილებელია იემენში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსავლის სასწრაფოდ მოძებნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე