გერმანიამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 04.02.2019
ნანახია: 622

გერმანიამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. 26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს რომ გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებდნენ, თუ რვა დღის განმავლობაში  ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნებოდა.

„რაც შეეხება გუაიდოს, გუშინდელ დღემდე არ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნები, ამიტომ ახლა გუაიდო ის ადამიანია, რომლისგანაც ველით, არჩევნების სწრაფად დანიშვნას. ამ ამოცანისთვის ის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტს წარმოადგენს, გერმანიისა და სხვა ბევრი ევროპელი პარტნიორის თვალსაზრისით“, - განაცხადა მერკელმა.

დღესვე ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა და პოლონეთმა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო არიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი. გუაიდოს ლეგიტიმურობას ასევე არ აღიარებს იტალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე