თალიბები მოსკოვში კონფერენციას დაესწრებიან

საქართველო, თბილისი - 14:53 | 04.02.2019
ნანახია: 872

ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ 10-კაციანი დელეგაცია მოსკოვში 5 თებერვალს დაგეგმილ კონფერენცის დაესწრება, რომელიც ავღანეთის საკითხს მიეძღვნება. ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მოჯაჰედმა განაცხადა.

მოჯაჰედის განცხადების თანახმად, დელეგაციას შირ მუჰამედ აბას სტანიქზაი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, კონფერენციაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება სხვადასხვა ავღანურ დაჯგუფებას შორის შეთანხმების მიღწევის თაობაზე.

მოჯაჰედის თქმით, დელეგაცია გეგმავს განიხილოს თალიბების პოლიტიკა ისეთ საკითხებზე, როგორიცა  ავღანეთში უცხოეთის ჯარების მიერ „ოკუპაციის დასრულება“ და დასახონ თავინთი ხედვა ავღანეთის მომავლის შესახებ.

კონფერენციას ასევე დაესწრებიან ირანის, პაკისტანის, დსთ-ს ქვეყნების ავღანური დიასპორის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე