ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილისკანდიდატურას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 04.02.2019
ნანახია: 592

ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რამდენიმე დეპუტატმა ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, იქ იყო პრინციპში პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი უმრავლესობით მიიღო, ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს. კრიტერიუმები იყო ობიექტური, ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილისკანდიდატურას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს.  აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ანრი ოხანაშვილის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე