ჰამბურგის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო 60-მდე რეისი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 04.02.2019
ნანახია: 885

უკვე 58 რეისი გაუქმდა ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომელთა გაფიცვის გამო.

მანამდე გერმანიის პროფკავშირმა Verdi-მ ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომლებს 24--საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდა.

„გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს 388 დაგეგმილი რეისიდან უკვე გაუქმებულია 58 რიესი. შემდეგში რეისების გადადება ან გაუქმება გამორიცხული არ არის“, - წერს აეროპორტის ხელმძღვანელობა Twitter-ში.

პროფკავშირი აეროპორტის სახმელეთო  სამსახურის ათასი თანამშრომლისთვის ყოველთვიური ანაზღაურების 275 ევროთი გაზრდას ითხოვს. 

15 იანვარს გერმანიის რვა უმსხვილეს აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც გაიფიცნენ, რომლებიც ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. იანვრის ბოლოს Verdi-სა და საავიაციო უსაფრთხოების ასოციაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის 23 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე