ბრიტანეთმა და ესპანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად აღიარეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 04.02.2019
ნანახია: 675

დიდმა ბრიტანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ ინფრომაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ავრცელებს.

ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ გადაწყვეტიელბა ასევ მიიღო ესპანეთის პრემიერმაც პედრო სანჩესმაც.

 „ესპანეთის მთავრობა აცხადებს,რომ ოფიციალურად აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად“, - განაცხადა მან მადრიდში თავის რეზიდენციაში გამოსვლისას.

სანჩესმა განმარტა, რომ ესაპნეთის ხელისუფლება მიჩნევს, რომ გუაიდოს მთავარი ამოცანაა ჩაატაროს ვენსუელაში დემოკრატიული არჩევნები.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო არიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი. გუაიდოს ლეგიტიმურობას ასევე არ აღიარებს იტალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე