ბიძინა ივანიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმის განთავსების იდეას მხარს უჭერს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 04.02.2019
ნანახია: 666

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს იდეას, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციის საკითხი დაისვა, თუმცა დეტალები არ განხილულა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს.

„პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ეს იყოს ეროვნული მუზეუმი და ეროვნული სიბრძნის დემონსტრირების ადგილი და არა ვთქვათ, პრეზიდენტის, დღევანდელის თუ მომავალში არსებულის სასახლე.  ეს იდეა წარმოიშვა. შედგა ჯგუფი,რომელიც გაუწევს კოორდინაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა განვითარდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს აღნიშნული იდეა“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე