5 ჩანს, მაგრამ Iphone 5 არ ვიცი - ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 13:13 | 04.02.2019
ნანახია: 648

"ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მარგამ Ipone 5 არა",- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში იმ მოდელის ტელეფონი ჩანს, რომელიც 2012 წლის ბოლოს შეიქმნა და ის წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა. 

ეს ინფორმაცია "კვირის აქცენტებში" გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. კობახიძე კი ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა და კადრებში ტელეფონის მარკის გარჩევა შეუძლებელია. მისი თქმით, იქ მხოლოდ ზოგადად "ხუთი" ჩანს. 

რაც შეეხება ეკა ბესელიას მთავარ მოთხოვნას, დაისაჯონ არამხოლოდ კადრების გამავრცელებელი, არამედ მთავარი პირი - პირველწყარო, კობახიძე ამბობს, რომ გუნდის ამბოხებულ წევრს ამაში ეთანხმება. კობახიძე ფიქრობს, რომ გამოძიებაში პროგრესი არსებობს, რადგან გამავრცელებლები უკვე დადგენილები არიან, ახლა მხოლოდ მთავარი წყაროს დადგენა დარჩა, რაზეც გამოძიება მუშაობს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავი უწყებებთან, რათა საქმეზე დადგინდეს ყველა დეტალი. 

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მთავარია პირველწყარო. ვინ იყო მთავარი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა რაც შეეხება წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცველ უწყებებთან, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე.

რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება, ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები,“-ამბობს კობახიძე. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე