მთავარია დადგინდეს, პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რაც ჩვენს ინტერესშია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 04.02.2019
ნანახია: 580

ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია ბოლოდმე გაიხსნას ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„მთავარია, ვინ იყო პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია. სწორედ ეს უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი. რაც შეეხება ფარული ჩანაწერის გავრცელების წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.

„მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა, დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩართულობა არის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი, რათა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე