61-ე საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 04.02.2019
ნანახია: 628

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს, გაკვეთილზე, ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით მანდატურმა პოლიციას აცნობა. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

შს-ის  ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.

არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს სერიოზული დაზიანებები არ აქვთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე