მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი

საქართველო, თბილისი - 17:06 | 01.02.2019
ნანახია: 1276

1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე