პრეზიდენტმა, თურქმენეთსა და ლიეტუვაში, ახალი ელჩები დანიშნა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 01.02.2019
ნანახია: 602

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქმენეთსა და ლიეტუვაში ახალი ელჩები დანიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

“ხელი მოვაწერე განკარგულებას თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მამუკა მურჯიკნელის, ხოლო ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანის დანიშნვის შესახებ. ორივე ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და საჭიროა მათთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და დაახლოება. წარმატებას ვუსურვებ ახლად დანიშნულ ელჩებს”, – წერს პრეზიდენტი.

თურქმენეთში საქართველოს ახალი ელჩი მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება, ხოლო ლიეტუვაში – პირველი აპრილიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე