ევროკავშირი თანახმაა ბრიტანელებისთვის უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს „მკაცრი“ Brexit-ის პირობებშიც

საქართველო, თბილისი - 16:33 | 01.02.2019
ნანახია: 638

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრიტანეთი ევროკავშირს Brexit-ის შესახებ შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ ტელეარხი  Sky News-ი იწუყება.

ელჩების წინადადების თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქეს შეეძლება ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველ 6 თვეში 90 დღე დაჰყოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელმაც უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიტანელებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს „მკაცრი“ Brexit-ის პირობებშიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე