ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:14 | 01.02.2019
ნანახია: 679

კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ  ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ხელსიუფლება ყველაფერს გააკეთებს იმსითვის, რომ ადამიანის პირადი სივრცე ყოცველთვსი ხელშეუხებელი იყოს.

„შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის უკვე დააკავა 16 პირი, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, შსს-მ 16 პირი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე