რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - დუმის დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 16:04 | 01.02.2019
ნანახია: 698

რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჩეპამ განაცხადა.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროპის პარლამენტის ასამბლეის სხდომებში, ჩვენ არ აგვირჩევია ადამიანის უფლებათა საკითებში მოსამართლეები... ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ევროპული სასამართლოს ინსტანციების გადაწყვეტილებები, - აღნიშნა ჩეპამ.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე