ჩვენ ვადგავართ ძალიან სწორ ვექტორს - სრულად დასავლურ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 14:49 | 01.02.2019
ნანახია: 706

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულდება დადგენილ ვადებში.

„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვადგავართ ძალიან სწორ ვექტორს - სრულად დასავლური დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება და დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ამ პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად გვიჭერენ მხარს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე