თქვენი მისიონერული შრომით მილიონობით ადამიანი განამტკიცეთ რწმენაში - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 01.02.2019
ნანახია: 816

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს ინტრონიზაციის 10 წლისთავი მიულოცა.

 „თქვენო უწმინდესობავ, უკვე ათი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც თქვენ ღმერთის ნებით, ატარებთ პირველი იერარქის ჯვარს. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში გაიღეთ უზარმაზარი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა, რათა შეგეტანთ თქვენი წვლილი არამხოლოდ რუსეთის მართლმადიდებლური ეკელსიის გაძლიერების საქმეში, არამედ მართლმადიდებლობის გამტკიცებაში.

გილოცავთ, თქვენი ძალისხმევითა და მისიონერული შრომით მილიონობით ადამიანი განამტკიცეთ რწმენაში, გაიხსნა უამრავი ეკლესია და მონასტერი, აღმოცენდა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო საქმიანობის  ცენტრები.

ღვთის გზაზე შრომობს ასობით მღვდელმთავარი, მღვდელი და მონაზონი, გისურვებთ მომავალში ნაყოფიერ მსახურებას.

ჩვენს მძიმე და მოულოდნელობით აღსავსე დროში ყველა ჩვენგანს ჩვენი განსაკუთრებული განსაცდელი გვაქვს, ჩვენი პრობლემები, მაგრამ ახლა თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებლური სამყარო გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ.

დიდია ეს გამოწვევა, დიდია ჩვენი პასუხიმსგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე.

მომხდარი მოვლენების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ლოცვითა და ძალისხმევით და უპირველსად ღვთის ნებით, საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით, ერთად შევძლებთ შევინარჩუნოთ მართლამდიდებლური ერთიანობა და აღვასრულოთ ღვთის ნება.

ღმერთმა დაგლოცოთ რუსული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ, - წერს ილია მეორე მოსკოვის პატრიარქისადმი მიწერილ წერილში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე