21 დაღუპული - ანომალიური ყინვა აშშ-ში

საქართველო, თბილისი - 13:38 | 01.02.2019
ნანახია: 892

სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა მკაცრ ყინვას აშშ-ში.

ზოგიერთი მათგანი ქუჩებსა და სახლებში გაიყინა, ზოგი უბედურ შემთხვევებს ემსხვერპლა, რაც ქარბუქმა გამოიწვია. საავადმყოფოებს გადაციების გამო ასობით ადამიანმა მიმართა.

როკფორდში (ილინიოსის შტატი) ყინვა მინუს 34 გრადუსამდე დაეცა. ბოლო ასი წლის განმავლობაში რეკორდული ყინვა დაფიქისირდა ჩიკაგოში - მინუს 29 გრადუსი. მედისონში კი თერმომეტრმა მინუს 32 გრადუსი აჩვენა.

ჩიკაგოში შეიქმნა ელქტრომომარაგებისა და წყალმომარაგების პრობლემები. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი. ანომალიური ყინვის გამო საჭირო გახდა სარკინიგზო ლიანდაგების გათბობა, რათა მატარებლებს მოძრაობა არ შეწყვეტილიყო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე