ნაკლებად შესაძლებელია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია - ილარიონ ალფეევი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 01.02.2019
ნანახია: 747

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა

“არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს უკრაინის ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას. საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესეობამ,  ძალიან კარგად იცის ეკლესიაში არსებული რეალობა და კარგად იცის, რაც მოჰყვება მათთვის, ამ გადაწყვეტილებას. იქ არიან ახალგაზრდა მღვდელმთავრები, რომლებიც არიან ღია ან ფარულ ოპოზიციაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და მოუწოდებენ აღიარონ უკრაინის ეს ე.წ. ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება არ წასულიყო კრეტის კრებაზე. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება არ წავსულიყავით ამ კრებაზე, ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არწასვლისა, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობა იყო.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო დიპტიქში მეექსვსე ადგილს მოითხოვს. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ჩვენს დიპტიქში ის მე-6 ადგილს იკავებს. მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, საქართველო ჩვენს დიპტიქში მე-5 ადგილს დაიკავებს. კონსტანტინოპოლის დიპტიქში კი საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. არავინ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, არ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხის გადახედვას. ამ ფაქტების ერთობლიობის გათვალსიწინებით, ნაკლებად შესაძლებელია, რომ საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მთვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“ - ამბობს ილარიონ ალფეევი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე