თემქაზე 6 ადამიანი CO-თი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 01.02.2019
ნანახია: 759

თემქაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ორი მოზარდი მოიწამლა. ოჯახს გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად იქნა აღადგენილი.  

„ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, ექვსი ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარია. 

„მათ ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს და მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში წუხელ CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე