პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:18 | 31.01.2019
ნანახია: 1597

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ალეკო ელისაშვილს, რომელმაც დღეს ქეთევან წამებულის გამზირზე მხუთავი აირის  დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე პასუხიმგებლობა კალაძესა და "ყაზტრანსგაზს" დააკისრა. 

”ალეკო ელისაშვილი თუ ვინ არის და რას წარმოადგენს მე მგონი მე 2017 წელს საზოგადოებას ვაჩვენე. არ არის ახლა ადგილი იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო აქ. არასდროს პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს. პოპულიზმის დრო საქართველოში არ არის, უნდა ვაკეთოთ საქმე.

ტრაგედიის ადგილზე მისულ კახა კალაძეს ალეკო ელისაშვილმა განმარტებები მოსთხოვა. მათ შორის ადგილი ჰქონდა დაძაბულ საუბარს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერმა მას ძველბიჭობა დაუწყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე