ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 31.01.2019
ნანახია: 694

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხუან გუაიდო  ვენესუელის დროებით კანონიერ პრეზიდენტად აღიარეს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ექს-თავმჯდომარის ხუან გუაიდოს ქვეყნის კანონიერ ლიდერად აღიარებას მხარი 439 პარლამენტარმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 104-მა დეპუტატმა მისცა, 88 -მ კი თავი შეიკავა.

23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე