გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი - კალაძე ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე

საქართველო, თბილისი - 16:11 | 31.01.2019
ნანახია: 964

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა.

„მე გამიჭირდება ეხლა ვინმეზე რაღაც ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა,“ - ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრების კუთხით, შესაძლოა, შემოიღონ დეტექტორები, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე