მთავრობა კონკრეტულ პირებს საშემოსავლოს 3%-მდე შეუმცირებს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 11.12.2015
ნანახია: 1551

მთავრობა ითხოვს, მიენიჭოს უფლება, რომ საშემოსავლო გადასახადი კონკრეტულ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ 3%-მდე შეუმციროს. ამის შესახებ საკანონმდებლო უკვე მომზადებულია და პარლამენტში ინიცირებულია.

ინიციატივის თანახმად, ცვლილება „ საგადასახადო კოდექსში“ უნდა შევიდეს და 95-3 მუხლს მესამე ნაწილი დაემატოს.

ცვლილების თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პირებს ექნებათ შემოსავლის 3%-იანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე