ბულგარელმა ჟურნალისტმა მარია ზახაროვას ბრიფინგზე ყველი მიუტანა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 31.01.2019
ნანახია: 1139

ბულგარელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ყველი მიუტანა. თუმცა მას ზახაროვამ ძღვენზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ თავისი მშობლიური ყველი საკმარისად აქვს და ის ყველაფერს ურჩევნია.

ბულგარელმა ჟურნალისტმა ზახაროვას უკრაინელი ჟურნალისტის რომან ციმბალიუკის სიტყვები გაახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთში გემრიელი ყველი არ არის და იქ საჭმელი არაფერია.

ბულგარელი ჟურნალისტი შეეცადა ზახაროვასთვის ყველი გადაეცა, რათა მოსკოვს არ ეშიმშილა, მაგრამ მარიამ მას მტკიცე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ რუსული ყველი საკმარისზე ბვერი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე