ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სახლში, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული

საქართველო, თბილისი - 14:22 | 31.01.2019
ნანახია: 902

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული.  ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

გავრცელებული ცნობით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რომელიც ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს.​​

შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ორი მამა-შვილია. გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. ისინი მეზობლების მშენებლობაზე მუშაობდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე