ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 31.01.2019
ნანახია: 1127

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყვნენ. გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე