უმაღლეს რადაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 15:07 | 11.12.2015
ნანახია: 1587

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქციების ”პეტრო პოროშენკოს ბლოკისა” და ”სახალხო ფრონტის” დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის გამოსვლის დროს მოხდა.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, დეპუტატმა ფრაქცია ”პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან” ოლეგ ბარნამ, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების რეზოლუციის პროექტისთვის ხელმოწერებს აგროვებს, პრემიერ-მინისტრს ტრიბუნაზე ვარდების თაიგული მიუტანა და მის გამოყვანას შეეცადა.

ამ ფაქტს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პრემიერის გამოსვლა დროებით შეწყდა.

რადას თავმჯდომარემ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ პარლამენტში პოლიტიკური კულტურა უნდა არსებობდეს. ”ასე არ უმდა მომხდარიყო... პარლამენტში პოლიტიკური კულტურა უნდა არსებობდეს”, - აღიშნა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე