ევროპარლამენტი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.01.2019
ნანახია: 620

ევროპარლამენტი ხუთშაბათს რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომლის თანახამდ, ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარება მოხდება.

პროექტის ტექსტი ევროპარლამენტის დოკუმენტების ბაზაში გამოქვეყნდა.

 „ევროპარლამენტი აღიარებს გუაიდოს ბოლივარიის რესპუბლიკის ვენესუელის კანონიერ დროებით პრეზიდენტად  და მხარს უჭერს მისი მოქმედების გეგმას“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.  

პროექტის ავტორები ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს მოუწოდებენ „მიიღონ ძლიერი, ერთიანი პოზიცია და აღიარონ ხუან გუაიდო ქვეყნის  ერთადერთ, კანონიერ დროებით პრეზიდენტად ახალ, თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“.

პროექტს ავტორები ასევე მიესალმებიან იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარეს.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ სდა სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე