ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავს მეხი დაეცა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 31.01.2019
ნანახია: 828

ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანის თვითმფრინავს, რომელიც რეისს რომიდან მოსკოვში ასრულებდა, მეხი დაეცა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

 „რომიდან აფრენის დროს ლაინერ Airbus A-320-ის ეკიპაჟმა გვაცნობა, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა. თვითმფრინავის საბორტო სისტემებს პრობლემა არ შექმნია. თვითმფრინავმა ფრენა განაგრძო და მოსკოვში უსაფრთხოდ დაეშვა,  - განუცხადა სააგენტო აეროპორტ „შერემეტიოვოს“ წარმომადგენელმა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე