ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი სამხედროებს საიდუმლოდ შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 31.01.2019
ნანახია: 764

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამხედროებსა და ძალოვანებს საიდუმლოდ შეხვდა. „ხელუსუფლების გადაცემას სამხედრო კონტიგენტის მხარდაჭერა სჭირდება“, -დაწერა მან New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვენესუელის შეირაღებულ ძალებს ასევე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და სთხოვა, რომ ხალხი იმ რეპრესიებისგან დაეცვათ, რომელიც ნიკოლას მადუროს მხრიდან მომდინარეობს.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ სდა სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე