ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩეულიყო - სარა სანდერსი

საქართველო, თბილისი - 10:31 | 31.01.2019
ნანახია: 613

აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანს სარა სანდერსს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად ღმერთის დახმარებით აირჩიეს.

 „ვფიქრობ, რომ ღმერთი ყველა ჩვენგანს სხვადასხვა დროს სხვადასხვა საქმისკენ მოგვიწოდებს, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩეულიყო, ამიტომაც ის გახდა პრეზიდენტი“, - განაცხადა სანდერსმა ტელეკომპანია CBN-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან დაარწმუნა ქრისტიანი მაყურებლები, რომ სირიიდან ამერიკის ჯარების გასვლა, ამ ქვეყანაში ქრისტიანების განადგურებას არ გამოიწვევს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს და ქურთებს“, - აღნიშნა სანდერსმა. „მათ, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი თითქოს უყურადღებოდ ტოვებს ნებისმიერ პოტენციურ პრობლემას, არ ესმით იმ ფუნდამენტალური გადაწყვეტილების, რომელიც მან მიიღო“, - დასძინა პრეს-მდივანმა.

ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქრისტიანული ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა. მის ელექტორატში უამრავი ევანგელისტი, პროტესტანტი და სხვა დენომინაციის წარმომადგენელი შედიოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე