ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება

საქართველო, თბილისი - 10:11 | 31.01.2019
ნანახია: 1700

ხვალ, 1-ელ თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის 29  ივნისამდე.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1700-ით.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1309-ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 920-ით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა  200-ით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 341-ით.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გაიწვევე, რომლებსაც, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების  მოთხოვნის უფლება.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის  პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე