2016 წლის ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა უკვე ცნობილია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 11.12.2015
ნანახია: 1421

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ღვინის ტურიზმის განვითარების 2016 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „ციტრუსში“ გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღვინის ეროვნული სააგენტოს, სომელიელთა ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის და ღვინის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, მომავალ წელს, 7-9 სექტემბერს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების წარმატების ჩატარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების მიზნით შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება. 
საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის გამართვის შესახებ ოფიციალურად 1 თვის წინ ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ განაცხადეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე