4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი და სოციალური მუშაკები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

საქართველო, თბილისი - 16:30 | 30.01.2019
ნანახია: 687

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე შიდა მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. აღნიშნული მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა სოციალური მუშაკების სამსახურებრივი გულგრილობა, რის გამოც 4 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წერეთელმა თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა, მისი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე