პატრიარქმა ძიუდოისტები დალოცა და შეარიგა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 30.01.2019
ნანახია: 741

ქართველი ძიუდოისტები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ერთმანეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვდნენ.

შეხვედრას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ძიუდოისტები – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ხაბარელიც.

„კარგი რამ მოხდა დღეს – შერიგება ძიუდოისტების. პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, რასაც ჰქვია დაპირისპირება, აღარ უნდა იყოს. ეს იყო ნება ყველასი, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, ამას ჰქონდა მთელი პროცესი, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველაზე ცუდი იყო. დღეს ყველა ერთმანეთს მოეფერა და ეს ინციდენტი ამოწურულია“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს ნაკრების და ვეტერანი ძიუდოისტების პატრიარქთან  შეხვერდის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეების შერიგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმაც დაუდასტურა.

„ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. ამის გამო უწმინდესის თხოვნით მთელი ნაკრები არასრული შემადგენლობით აქ მოვედით და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით. შევეცდებით ერთიანი ძალისხმევით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და სპორტის ამ სახეობას“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე