ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „პატრიოტთა ალიანსს“ ხმას 3% მისცემდა - NDI

საქართველო, თბილისი - 15:41 | 30.01.2019
ნანახია: 592

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 3 % „პატრიოტთა ალიანსს“ მისცემდა ხმას. აღნიშნული მაჩვენებელი დაფიქსირდა, როგორც ყველა რესპონდენტის გამოკითხვის შემთხვევაში, ასევე იმ რესპონდენტების გამოკითხვისას ვისაც გამოკითხვის დროს გადაწყვეტილი ჰქონდა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ყველა გამოკითხული რესპონდენტის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 24 % ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 11 % კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

რესპონდენტების 29 %, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდნენ, ხოლო 12 % - „ენმ“-ს.

გამოკითხულთა 51 % თვლის, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მონაწილეობას მიიღებდა. 41 % -ს კი გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე