მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდება - მეუფე შიო

საქართველო, თბილისი - 15:14 | 30.01.2019
ნანახია: 711

საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასათან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ და განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს უჩქარებლობას სრული გაგებით ეკიდებიან.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი და რაც მთავარია გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ. ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას, ამ ეტაპზე რა პოზიციას ჩვენ გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან.

სამწუხაროდ ჩვენთან არის ესეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ რომ ეს არის რუსული გავლენა. თქვენ დღე მოისმინეთ რომ ისინიც [მსოფლიო საპატრიარქო] ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას.

ჯერჯერობით, როგორც ჩანს ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. ბუნებრივი პროცესია ისტორიაში, ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე შიომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე