პატრიარქთან შეხვედრის მიზანი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დეტალების გაცნობა იყო და არა რაიმე აზრის თავსმოხვევა - მიტროპოლიტი ემანუელი

საქართველო, თბილისი - 14:34 | 30.01.2019
ნანახია: 703

ცოტა ხნის წინ, საპატრიარქოში დასრულდა შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასა და საქართველოს პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა და განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დეტალების გაცნობა და არა აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა  იყო.

„ჩვენი საუბარი დღეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და გვქონდა ტომოსზე მსჯელობა საქართველოს პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელმთავრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება ამ საკითხის დეტალებზე და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა”, - განაცხადა საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე