გერმანიაში ტერაქტების მომზადების ბრალდებით 3 ერაყელი ლტოლვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 30.01.2019
ნანახია: 573

გერმანიაში, შლეზვიგ-გოლშტეინის ფედერალურ ოლქში სამი ერაყელი ლტოლვილი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალი Spiegel-ი წერს.

პროკურატურამ ორ დაკავებულს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სერიოზული თავდასხმის მომზადებისთვის წაუყენა ბრალი, ერთ დაკავებულს კი ბრალი მათ დახმარებაში დასდო.

მოწმეების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ინტერნეტში მოძებეს ბომბების დამზადების ინსტრუქცია.

დაკავებულები ასევე განიხილავდნენ შეიარაღებულ თავდასხმებსაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე