გამოკითხულთა 71%-ის აზრით, პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობითაა დაკავებული -NDI

საქართველო, თბილისი - 13:40 | 30.01.2019
ნანახია: 713

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული.

გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის.

გამოკითხულთა 57 მიიჩნევს რომ პარლამენტი ეფექტურად და ორგანიზებულად არ საქმიანობს.

28%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტმა ეფექტური ზედამზედველობა გაუწია მთავრობას მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 23% კი ფიქრობს, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე