NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 % მომხრეა, რომ საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა შეიზღუდოს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 30.01.2019
ნანახია: 753

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 % ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამომსვლელი იმიგრანტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს. უცხოელების მიმართ დამოკიდებულების კვლევის ნაწილში, რეპოდენტებისთვის შეთავაზებულ მოსაზრებებზე პასუხები ასე გადანაწილდა:

მოსაზრებას - სამსახურში აყვანისასდამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელთანშედარებით ქართველს უნდა მიანიჭოსკანდიდატის კვალიფიკაციის მიუხედავად, გამოკითხულთა 72 % ეთანხმება, 25% არ ეთანხმება, 4 %-მა არ იცის.

61 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება მიძი ძლიერი მხარეა და არა - სუსტი“, 30 % არ ეთანხმება, ხოლო 9 პროცენტმა არ იცის.

56 პროცენტი ფირობს, რომ საქართველომ უნდა შეზღუდოს, საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმემა გამოკითხულთა 37 პროცენტი, ხოლო 7 %-მა არ იცის.  

მოსაზრებას -  უცხოელ იმიგრანტებს საქართველოს ეკონომიკაშ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ“. ეთანხმება გამოკითხულთა 46 პროცენტი. 40 პროცენტი არ ეთანხმება. 14 პროცენტმა კი, არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე