იაპონიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად აღიარეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 30.01.2019
ნანახია: 645

იაპონიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად პირველად აღიარეს.

გამოცემა Mainichi-ს ცნობით, ქალაქ ტიბაში გაიცა სპეციალური სერთიფიკატები, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინებას ადასტურებს. ასეთი საბუთის მისაღებად განმცხადებელი 20 წელს უნდა იყოს გადაცილებული.

სერთიფიკატი მფლობელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს იგივე მომსახურებით, რაც ტრადიციული ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი.

იაპონიაში პატივს სცემენ სექსუალურ უმცირესობებს, თუმცა ის კვლავ კონსერვატიულ სახელმქიფოდ რჩება. მანამდე იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ქვეყანა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებისთვის ჯერ მზად არ არის. თუმცა მსგავსი კავშირების არაოფიციალური რეგისტრაცია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლებელი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე