მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორეს ხვდება

საქართველო, თბილისი - 12:21 | 30.01.2019
ნანახია: 659

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.

საპატრიარქოში დელეგაცია უკვე მივიდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. მისივე თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება. შეხვედრას სინოდის რამდენიმე წევრიც დაესწრება.

დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე