დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლა ბრძანა - ნიკოლას მადურო

საქართველო, თბილისი - 11:48 | 30.01.2019
ნანახია: 657

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა.

 „ეჭვს გარეშეა. დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას უთხრა, რომ მომკლან. თუ ერთ მშვენიერ დღეს მე რამე შემემთხვევა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრზედენტი ივან დუკე პასუხისმგებლები იქნებიან იმ ყველაფერზე, რაც მე მომივა“, - განუცხადა მადურომ რუსულ მედიას.

მადუროს თქმით, მისი ბედი ღმერთის ხელშია და მას ვენესუელელი ხალხი და დაზვერვის სამსახურები იცავენ.

შეგახსენებთ, მადუროს თავს გასული წლის აგვისტოში დაესხნენ. ინციდენტი კარაკასში აღლუმის დროს მოხდა. ტრიბუნას, სადაც ის იმყოფებოდა, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მიუახლოვდა ასაფეთქებლებით.

თავდასხმის ორგანიზატორების მხარდაჭრაში ვენესუელის ლიდერმა მაშინაც ვაშინგტონი დაადანაშაულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე